სახალხო დამცველის გამოხმაურება

ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის შეფასებით, ჭავჭავაძეზე სამართალდამცველების მიერ ტერიტორიის გათავისუფლება კანონის შესაბამისად მოხდა, უკვე მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს კი, ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.