სახალხო დამცველის ავარიული ოფისი

ბოლო მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისში არსებული სურათი კიდევ უფრო დაამძიმა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შენობის ქვედა ორ სართულზე, სადაც კედლების ნაწილი ჩამონგრეული, კიბის უჯრედი კი დაზიანებულია.

ომბუდსმენის ოფისში ამბობენ, რომ რამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობა ავარიულია.

არსებობს 2013 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.

სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადასვლას ითხოვს.