ომბუდსმენი: მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები გაიზარდა

დახმარებას ითხოვს სახალხო დამცველი. საქმე ომბუდსმენის ოფისს ეხება. შენობა გუშინდელი მიწისძვრის შედეგად კიდევ უფრო დაზიანდა.

2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით ნაგებობა ავარიულია. ნინო ლომჯარია ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვს.

შენობის დაზიანების ამსახველი კადრები ომბუდსმენმა დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოფისის ნაწილი მიწისქვეშა სართულზე მდებარეობს, რაც აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლების ევაკუაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.