მწვავე განცხადებების ფონზე ჩაიარა იუსტიციის საბჭოს დღევანდელმა შეხვედრამ.
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშმა საბჭოში პოზიციები ორად გაყო. მოსამართლე წევრების ნაწილი დოკუმენტის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. ომბუდსმენს შენიშვნები აქვს გახმაურებული საქმეების სასამართლო განხილვების და საბჭოს მუშაობის მიმართ.
ანგარიშში მოხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ის ცნობილი განცხადებაც, სადაც ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა.