სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში

ომბუდსმენის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარადგინა. 386-გვერდიან ანგარიშში 2023 წელს არსებული გამოწვევები და პროგრესია ასახული. საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 849 განცხადება შევიდა. მათ შორის, მხოლოდ 3017 განცხადება ექცეოდა სახალხო დამცველის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, ხოლო 1 832 განცხადება დაუშვებლად იქნა ცნობილი. სახალხო დამცველმა გამოსვლისას გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესი შეაფასა და გამართულ აქციებზე და დაკავებული პირების შესახებ ისაუბრა. დღევანდელ განხილვას არ დასწრებია ოპოზიცია.