საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში – პერევსა და ქარძმანში იმყოფებოდა. ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო ე.წ. საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა, თუმცა, ესეც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისით სირთულეებთან დაკავშირებული.