რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა.
ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ოკუპაციასთან გამკლავება დღესაც უწევთ და სახელმწიფომ ადგილობრივ მოსახლეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, რათა მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეუქმნას.