სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იოსელიანი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებში დიცსა და ქორდში შეხვდა. ომბუდსმენი ადგილზე გაიცნო მოსახლეობის პრობლემებს და ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.