საქართველოს სახალხო დამცველი დღეს კირბალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა და ასევე შეხვდა უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს. ლევან იოსელიანმა ოჯახისგან მიიღო ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გარემოთიც დაინტერესდა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს. იოსელიანი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის დამნაშავეებმა პასუხი აგონ. დღესვე სახალხო დამცველი სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.