საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გრძელდება

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. პროტესტის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ადგილზე რჩება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი კონსულტაციების რეჟიმში არიან. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელიც დროებითი მთავრობისა და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლილი შემადგენლობის პირობებში უნდა ჩატარდეს – ასეთია ოპოზიციის მოთხოვნები.

სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი დღეს, 18:00 საათზე ისევ შეიკრიბება და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს. მოგვიანებით კი, პარტიების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.