ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო წინადადების ავტორმა, დავით მებაღიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას ემსახურება და ავტოავარიების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს. ინიციატივას მხარს უჭერენ საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები. აღნიშნული კანონპროექტი მებაღიშვილმა პარლამენტში 10 ივნისს შეიტანა, რომლის განხილვაც მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება.
მოამბე