სასულიერო პირებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შეღავათით შესაძლოა ვეღარ ისარგებლონ.
ეს იმ შემთხვევაში, თუ კანონში დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით მომზადებული ცვლილება შევა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კანონმდებლობიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღებას ითხოვს. არგუმენტად კანონით არამიზნობრივად სარგებლობის ფაქტები სახელდება. თუმცა ჩნდება დილემა – სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონკორდატით, მართლმადიდებელი სასულიერო პირები მითითებული შეღავათით მაინც ისარგებლებენ.
ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფესიების ნაწილი დისკრიმინაციის რისკებზე ალაპარაკდა.