ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტს მომავალ კვირაში კანონპროექტს წარუდგენენ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახალ კანონპროექტში ჯარიმების ოდენობა იქნება გონივრული და მას პრევენციული ეფექტი ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას მიესალმებიან ოპოზიციაშიც, თუმცა აცხადებენ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ჯარიმების გადახედვა, რომლითაც კარანტინის დროს საქართველოს მოქალაქეები დაჯარიმდნენ.