საკადრო ცვლილებები და კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში“

როგორ გადანაწილდება ვაკანტური საპარლამენტო პოსტები, – „ქართული ოცნება“ კონსულტაციების რეჟიმზეა გადასული.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან 12 დეპუტატის წასვლის შემდეგ ვაკანტური აღმოჩნდა პირველი ვიცე-სპიკერის და ვიცე-სპიკერის პოსტები. თავმჯდომარეების და მოადგილეების გარეშე დარჩა ასევე რამდენიმე კომიტეტი. კანდიდატურების შესარჩევად მმართველ გუნდს ერთკვირიანი ვადა აქვს. თუმცა კულუარებში უკვე საუბრობენ წასულების სავარაუდო შემცვლელებზე. კონსულტაციებს მართავენ უმრავლესობის უკვე ყოფილი დეპუტატებიც, რომლებიც საკუთარი ფრაქციების შესაქმნელად ემზადებიან.