დადგა დრო ინვესტიცია ჩავდო ცხოვრების იმ ნაწილში, რომელიც აქამდე უგულებელყოფილი მქონდა, – ამ სიტყვებით წავიდა ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან და როგორც თავად ამბობს, პოლიტიკიდანაც. ბენ უოლესმა დღეს ბევრი შექება და მადლობა მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საზოგადოებას ახალი თავდაცვის მინისტრი უკვე წარუდგინა, ის 54 წლის გრანტ შეპსია, რომელიც ამ დრომდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. დაუნინგ სტრიტზე საკადრო ცვლილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.
თამთა რუხაძე დეტალებით.