დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ვინაობა გარკვეულია.

ლიზ ტრასის 44-დღიანი მმართველობის შემდეგ ყოფილი ფინანსთა მინისტრი და წარმოშობით ინდოელი რიში სუნაკი პირველი არათეთრკანიანი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელსაც ამ პოსტზე არა დედოფალი ელისაბედი, არამედ მეფე ჩარლზი დაამტკიცებს. 42 წლის მილიონერი გაერთიანებული სამეფოს მართვის სადავეებს ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩაიბარებს. რიში სუნაკი მთავარ მიზნად კონსერვატიული პარტიის შიგნით არსებული განხეთქილების დასრულებას და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას ასახელებს. ოპოზიცია მისი კანდიდატურით უკმაყოფილოა. „ლეიბორისტები“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.