პირველი საკადრო ცვლილება მთავრობაში პრემიერის შეცვლის შემდეგ.
ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინა. გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრმა ზურა აზარაშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე და მართვის ხარვეზებზე მიუთითა. ამ ნაბიჯს წინ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან მთავრობის მეთაურის შეხვედრა უძღოდა, რის შემდეგაც აზარაშვილის მიერ კლინიკის დემონტაჟზე მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილება შეიცვალა და რეორგანიზაციის ხმაურიანი პროცესი შეჩერდა.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. მის სახელს რამდენიმე ხმაურიანი რეფორმა უკავშირდება. მათ შორისაა წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება და კლინიკებში დიარჯის სისტემის დანერგვა. კულუარებში მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა უკვე სახელდება.