საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი დროულად დაიწყება, გრიპის ვირუსის გავცელების გამო, დასვენების გახანგრძლივების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გააკეთეს.
მათი ინფორმაციით, სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყანაში განსაკუთრებული ვითარება არ არის და გრიპით ავადობის მაჩვენებელი სეზონისთვის დამახასიათებელ დონეს არ აღემატება.