ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული ინფრასტრუქტურა განათლების მინისტრმა დაათვალიერა. ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1 200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.