დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში 400 მოსწავლეზე გათვლილი, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა შეემატება კახეთის რეგიონს. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.