საჯარო სკოლა შენდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში.
600 ბავშვზე გათვლილ სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოთხოვნებზე.