საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა. ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები, ხოლო რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე.