ჯილდო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, „გლობალ ფაინენსმა“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება.

2018 წლის რეპორტში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა – 85 ქვეყნის და 5 რეგიონალური ცენტრალური ბანკის მმართველები.