საინიციატივო ჯგუფმა საპრეზიდენტო კანდიდატად კახაბერ ჭიჭინაძე დაარეგისტრირა
პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ში დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად კახაბერ ჭიჭინაძე დაარეგისტრირა. რეგისტრაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მათ ცესკო-ს უკვე წარუდგინეს.
ჭიჭინაძეს ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ სწორედ მას შეუძლია, შეცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ.