კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სემინარის მონაწილეები სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ და კონკრეტული საქმეები მიმოიხილეს.