საია სკოლებში ინსპექტირებას საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებად აფასებს. იურისტების თქმით, დადგინდა, რომ განათლების სამინისტრომ 2018 წელს 288 განაცხადიდან შვიდ სკოლაში ჩაატარა შემოწმება. მათ შორის ექვს სკოლაში ინსპექტირება პირველ და მეორე ტურს შორის მოხდა, რაც შესაძლოა არჩევნებზე ზემოქმედების მცდელობა ყოფილიყო.
საია მიმართავს პროკურატურას, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათი კვლევის დეტალები გამოიყენონ.
განათლების მინისტრის თქმით, პროცესი მუდმივია და მთელი წელი გრძელდება. ეჭვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მსგავსი შემოწმება წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდეს.