ცოტა ხნის წინ საიამ მორიგი ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, ხმის მიცემის პროცესმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, როგორც სულხან სალაძე ამბობს, შენარჩუნდა დღის პირველ ნახევარში გამოვლენილი ტენედენცია, რომელიც ამომრჩეველთა ნების კონტროლს და უბნებთან კოორდინატორების მობილიზებას ეხება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებებზეც საუბრობს და ამ ფონზე შემაშფოთებლად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას შეტევის შესახებ.
სალაძე ონლაინ-გამოცემა პრესა.ჯის რედაქტორის დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით მისი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.