„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
საია-ში განმარტავენ, რომ გასაჩივრებული მუხლების შინაარსი სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მეხუთე პუნქტებს, ასევე, მე-40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებს ეწინააღმდეგება.
საია-ში ამბობენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს და მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებები იზღუდება.