„საია“ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა სასამართლო დავების შესახებ კვლევას აქვეყნებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა სასამართლო დავების შესახებ კვლევას აქვეყნებს. ანგარიში 2012 – 17 წლებს მოიცავს და სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქებისგან მიწოდებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა.
როგორია სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმეების ტენდენცია და რა თანხის გადახდა მოუწია სახელმწიფოს კომპენსაციის სახით – ნათია ქენქაძე თემის დეტალებით.