ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდი ეხება 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის პერიოდს. ორგანიზაციის წევრების თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რაც უკავშირდება ამომრჩევლისთვის ვაქცინაციაზე უფასო სერვისის შეთავაზებას. მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს ოპოზიციის მხარდამჭერებზე, ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, რომელიც საია-ს ინფორმაციით, დაკავშირებულია მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებთან.