ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მუნიციპალიტეტებში იმ საკრებულოების მუშაობა შეისწავლა, სადაც ხელისუფლებას უმრავლესობა არ აქვს. ავტორების თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექვს საკრებულოში კრიზისი ძირითადად გამოწვეული იყო პარტიებს შორის დაპირისპირებითა და პოლარიზებით. ხშირ შემთხვევაში კი, საკრებულოების სრულფასოვან მუშაობას მოქმედი რეგლამენტიც აფერხებდა.