არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ 20-21 ივნისის მოვლენებს აფასებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, ამ დრომდე საქმის სრული და ობიექტური გამოძიება არ მომხდარა. სულხან სალაძის განცხადებით, პროკურატურა ათეულობით პირს დაზარალებულის სტატუს არ ანიჭებს. სალაძე პროკურატურას გამოძიების სრულყოფილი ჩატარებისკენ, ხოლო პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლისკენ მოუწოდებს.