საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი განახორციელა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ #15 ანგარიში წარადგინა. დოკუმენტებში ასახულია პროცესების შედეგები, რომელიც 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდის მოიცავს. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ძირითადი ხარვეზები „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ დისტანციურ პროცესებს ეხება. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პერიოდში, ოჯახური ძალადობის საქმეები კიდევ უფრო საყურადღებო გახდა.