საია-ს ანგარიში - კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი ხარვეზებით წარიმართა
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასების შესახებ საია-მ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი ხარვეზებით წარიმართა, ძირითად თემებზე ვერ შედგა კონსენსუსი და პროცესში არ იყო ჩართული ყველა მხარე.
საია-ში აცხადებენ, რომ დოკუმენტზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო არ იყო საკმარისი. კვლევის პრეზენტაციას დეპუტატებიც ესწრებოდნენ.