მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სექტორზე საზედამხედველო ფუნქციების შესრულების შესახებ, საია-მ კვლევის პრეზენტაცია წარადგინა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა – მათ შორის ხაზს უსვამენ იმას, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს არ უსარგებლია ინფორმაციის მოთხოვნისა და თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმით. კვლევის პერიოდი პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობას 2021 წლის საშემოდგომო და 2022 წლის სესიებს მოიცავდა. აღნიშნული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.