საია რიგით 24-ე საერთო კრებას ატარებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რიგით 24-ე საერთო კრებას ატარებს.

ყოველწლიურ ღონისძიებაზე ამჯერად  გამგეობის 7 წევრი უნდა განაახლონ, რომლებმაც კრების ძველ წევრებთან ერთად, 2017 წლის  ბოლოს, ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

ანა ნაცვლიშვილმა ღონისძიებაზე საია-ს წევრებს ერთი წლის ანგარიში გააცნო.