ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვანსა და ხონში არჩევნების პროცესი შეაფასა.
ასოციაციის შეფასებით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მათი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31-ე საარჩევნო უბნიდან 25-ე უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% – იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა.
სულხან სალაძის განმარტებით, ეს შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ. დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.