საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია. მათი განცხადებით, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება.
შეგახსნებთ, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ყოფნის კანონიერი უფლება აქვთ. კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეეშინდებათ კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტების. საიას განცხადებას უპასუხა თავად თბილისის მერმა.