ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო გარემოს აფასებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, კენჭისყრის დღე, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები და მნიშვნელოვანი ტენდენციები.
საია-ში განმარტავენ, რომ ცალკეულ უბნებზე მათ დამკვირვებლებს შეეზღუდათ საქმიანობა.
ორგანიზაციაში შსს-ს გუშინდელი მუშაობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ უწყების მხრიდან დარღვევებზე რეაგირება დროულად ხდებოდა.