ერთდროულად შეტევები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.
იემენში აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ოპერაცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. განადგურებულია „ჰუსიტების“ 60-ზე მეტი ობიექტი და ლიკვიდირებულია დაჯგუფების ხუთი მებრძოლი. ოპერაცია იმ შეტევების პასუხია, რომლებსაც წითელ ზღვაში მცურავ სავაჭრო გემებზე „ჰუსიტები“ ბოლო თვეებში ახორციელებენ. ღაზის კონფლიქტის პირდაპირი გავლენით წითელი ზღვის რეგიონში გამწვავებული ვითარება მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეებს უქმნის. 19 ნოემბრის შემდეგ საერთაშორისო სატვირთო ხომალდებზე თავდასხმებმა მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედა. ძვირდება საკონტეინერო მომსახურება და წარმოების შეკვეთების მასიური შემცირებაა. იემენის დედაქალაქის მასობრივი დაბომბვების შემდეგ „ჰუსიტების“ დაჯგუფება შურისძიებით და ისრაელისკენ მიმავალ გემებზე თავდასხმების გაგრძელებით იმუქრება. გაერო-ში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა ჩანიშნული.