ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპზე 20 სტარტაპი დააჯილდოვა. თითოეული გამარჯვებული 150 000 ლარით დაფინანსდა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული. მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.