საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რეგიონებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის იმ რაიონებშიც, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სოფელი ღვანკითია, სადაც მარწყვის მოსავალი უკვე მოვიდა. ახლა ფერმერების მთავარი ამოცანა, ჩაკეტილი დასახლებიდან პროდუქციის გატანა და დროული რეალიზაციაა. სასოფლო სამუშაოების და სხვადასხვა მეურნეობის მოვლის დროს, საგანგებო წესების დაცვა უწევთ იმ ზონებშიც, სადაც დღემდე კოვიდ-19-ის არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. ნახეთ რეპორტაჟი წითელი და მწვანე ზონებიდან.