სასოფლო სავარგულებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საგაზაფხულო სამუშაოების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით მცენარეთა დაცვის საშუალებების სარეალიზაციო პუნქტებს ამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი კანონმდებლობისა და მონიტორინგის გამკაცრების შედეგად, საქართველოში უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი შიდა ქართლიდან.