საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უცხო ქვეყნის ბაზრებზე 3 მილიარდ 583 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა – თითქმის 16 პროცენტით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტს, ეს მაჩვენებელი 22 პროცენტით, 1 მილიარდ 728 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მეტად ვარდნა განიცადა ისეთმა მთავარმა საექსპორტო პროდუქტებმა, როგორებიცაა – სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები.