საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ მექსიკაში ქართველების ჯგუფი გაიტაცა. საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელი მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მოიკვლია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც მათი ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მექსიკაში საქართველოს საელჩოს მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვართან კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა.