საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ილია დარჩიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის უფლებების დაცვის მიმართულებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა 2022-30 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის და 2024-26 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, უმაღლეს კომისრებთან და კოლეგა მინისტრებთან.