დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა საკანონმდებლო ორგანოში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსმენა. ილია დარჩიაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფებოდა. მოსმენა ხმაურისა და მწვავე შეკითხვების ფონზე მიმდინარეობდა. ქვეყნის პირველი დიპლომატისგან პასუხებს ოპოზიცია საგარეო კურსთან და ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ითხოვდა.
როგორ აფასებენ მინისტრის გამოსვლას პოლიტიკურ სპექტრში – კესო ქაფიანიძეა მხარეთა პოზიციებით პირდაპირ ეთერში.