ქვეყნის საგარეო პოზიციონირების მწვავე კრიტიკა და ბრალდებები პირველი დიპლომატის მისამართით: ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა. ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობს. მინისტრის მოსმენა მწვავე პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ვინ აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებას – დარბაზში დღეს ურთიერთბრალდებები ისმოდა.