რატომ გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება – ეს იყო მთავარი საკითხი, რის გამოც ოპოზიციამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარა.
ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის ფორმატში მოუხდა პასუხები გაეცა ოპოზიციის ნაწილის კითხვებზე, რომლებიც გაფორმებულ შეთანხმებას ევროინტეგრაციის პროცესში დამაზიანებლად მიიჩნევს. საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს რამდენჯერმე მოუხდა იმის გამეორება, რომ პეკინთან ურთიერთობები ქვეყნის გაცხადებულ არჩევანს, – გახდეს ევროკავშირის წევრი, – საფრთხეს ვერ შეუქმნის.
ცნობისთვის, ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკაა, თითქმის ორ მილიარდიანი ბაზრით. ჩინეთის საკვანძო როლი, კი შუა დერეფნის პროექტში და საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის, ცალსახაა.