ამერიკის კონგრესში ახალი ელჩის კანდიდატურის მოსმენას მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პროცედურები მალე დასრულდება და ელჩი დროულად შეუდგება საქართველოში საქმიანობას. მინისტრმა დადებითად შეაფასა მოსმენაზე კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადებებიც.